„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კვლევა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა. პირველ კვლევაში 2021 წლის ნარკოპოლიტიკაა შეფასებული, ხოლო მეორე პრობაციის სისტემის ეფექტიანობას ეხება. კვლევების მიხედვით, პრობაცია ვერ ახერხებს რაიმე ტიპის სისტემური გარდატეხა შეიტანოს ნარკოდანაშაულებებში მსჯავრდებულ ადამიანებთან მუშაობაში. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, დოკუმენტის მიხედვით, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო ნარკოპოლიტიკის ჰუმანური გარდაქმნა და ნარკოდანაშაულებებზე მსჯავრდებული პირები ბოლო ათი წლის განმავლობაში პატიმრების 20-40% ს შეადგენს.