სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, მუშევანშიარემჯის“ მიერ ოქროს მოპოვებაზე ნებართვა საჯარო განხილვისა და საზოგადოების მოსაზრებების უგულებელყოფით გაიცა. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ პროცესში ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობა არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ასევე, კანონის დარღვევით არ განიხილა და უგულებელყო ორგანიზაციისა და გარემოსდაცვითი ექსპერტის მიერ წარდგენილი შენიშვნები. ორგანიზაცია გეგმავს, სასამართლოში გაასაჩივროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.