გარემოსდამცველები კანონმდებლებს ურჩევენ ისეთი პრობლემური მიმართულებები, რომლებიც ტყის მართვას, წყლის დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ნადირობა-თევზჭერას უკავშირდება, დროულად გადაჭრას.
საკუთარი პოზიციები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დღეს NDI-ს ორგანიზებით ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე დააყენეს. შეხვედრის მიზანი ასოცირების ხელშეკულებით გარემოსდაცვის მიმართულებით აღებული ვალდებულების შესრულებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა იყო.