ისტორიული სტატუსი UNESCO-სგან

რას მოუტანს საქართველოს იუნესკოს აღიარება. სამხრეთ კავკასიაში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი პირველად სწორედ საქართველოს ორ ტერიტორიას მიენიჭა, რაც ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს უხსნის. საქართველოს შეუძლია დაიცვას ბიომრავალფეროვნება და ამასთან ერთად, განავითაროს ეკონომიკის სხვადასხვა დარგი, მაგალითად აწარმოოს ბიოპროდუქტი, რომლის ფასი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადგილზე მოყვანილი პროდუქტის ღირებულება. კიდევ რა სარგებელს ნახავს ქვეყანა იუნესკო-ს ამ აღიარებით, ნახეთ ანა მასხარაშვილის და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟში.