კონფერენცია თბილისში

15:28, 20.05.2019

საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები, – ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა თბილისში.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით ტარდება.

კონფერენციის მიზანია საქართველოს მცენარეთა კონსერვაციისა და ეროვნული სტრატეგიის მომზადება.

შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო უწყებები, ბოტანიკური ბაღები, კვლევითი დაწესებულებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ მემორანდუმს გააფორმებენ.

კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი