კონფერენცია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების თემაზე

თბილისში, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი სარგებლობის უზრუნველყოფის საკითხები კონფერენციის ფორმატში განიხილეს. მონაწილეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, მათ შორის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები, სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა და თევზჭერის კონცეფციის შემუშავება განიხილეს. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოების, ისე ეროვნული და ჩარჩო კანონმდებლობის განვითარების კუთხით.