აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე პაციენტები სახელმწიფოსგან პასუხს ელოდებიან.
იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც ზრდა-განვითარების შეფერხების გამომწვევი გენეტიკური დაავადება აღენიშნებათ, აინტერესებთ, მოხვდება თუ არა 2023 წლის ბიუჯეტში ერთი წლის წინ დამტკიცებული საკმაოდ ეფექტური და ძვირადღირებული წამლის დაფინანსება. საუბარია მედიკამენტზე სახელწოდებით „ვიზორიდიტი“, რომელიც ძვალ-სახსროვანი სისტემის განვითარებას უწყობს ხელს და დაავადებების თანმდევ სიმპტომებს მკვეთრად აქვეითებს. მითითებულ წამალს სხვა ქვეყნებში სახელმწიფო პაციენტებს თავად უფინანსებს. საქართველოში კი პრეპარატი ამ დრომდე ხელმიუწვდომელია.