ჰემოფილიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

ჰემოფილიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის – ყველა სისხლდენითი დაავადების დიაგნოსტირება“. შეხვედრა ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ეგიდით მოეწყო და მთავარი მიზანი, დაავადებით გამოწვეული ზიანის შემცირებაა.

ჰემოფილია თანდაყოლილი, გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად მამაკაცებში ვლინდება. ამ დაავადების მქონე პირებს სისხლის შედედების პრობლემები აქვთ და სისხლდენისკენ არიან მიდრეკილი. დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეები მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე და სიახლეებზე მსჯელობენ.