პარლამენტთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული სამი პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში. პროცესზე მხარეები სხვადასხვა ვიდეომტკიცებულებებს განიხილავენ. გიორგი მჟავანაძე, ნოდარ რუხაძე, ლექსო მაჭავარიანი, 166 და 173 მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.