ადმინისტრაციულ დაკავებაზე ვადები მცირდება

პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ორი წავიდა. ცვლილებებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები 48 საათიდან 24 საათამდე მცირდება. ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათში უნდა წარედგინოს სასამართლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

თეონა მანაგაძე განავრცობს თემას.

მოამბე