ჯარიმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის

ღია და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვადები ხანგრძლივდება და კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები მკაცრდება. პირბადის ტარება 6 თვის განმავლობაში კვლავ სავალდებულო იქნება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ღია საჯარო სივრცეში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში პირი 20 ლარით ჯარიმდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი, ჯარიმა 50 ლარია.

უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

მოამბე