ნასვამ მძღოლებზე სანქციები მკაცრდება. ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. იმ შემთხვვაში, თუ მძღოლი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იქნება საჭესთან, მართვის უფლება ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით შეუჩერდება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობაც. ინიციატივა პარტია „მოქალაქეებს“ ეკუთვნის და შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის. დეპუტატების განმარტებით, ცვლილებები მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციაა.