შეზღუდვების დარღვევის ფაქტები

15:31, 27.12.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგულაციების დარღვევის 577 ფაქტი გამოავლინა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 484 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

მსგავსი