გზა რომელიც პროტესტის მონაწიეელბს გადაკეტილი ჰქონდათ, ამ დროისთვის გახსნილია.
სოფელ ალგეთის მოსახლეობა დილიდან სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე 2 წელია წყალი არ მიეწოდებათ. ადგილობრივებს მარნეულის მერი და მისი მოადგილეები შეხვდნენ. მათი ინფორმაციით უკვე არსებობს პროექტი, რომლითაც პრობლემა მოგვარდება. აქციაზე „ევროპული საქართველოდან“ მარნეულის საკრებულოს წევრი, ახმედ იმამკულიევიც იმყოფებოდა.