პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლებმა ურეკში, მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. „ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას“, „ვითხოვთ სამართლიანობას“ , – ამ შეძახილებით ურეკში 13 ახალგაზრდის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა „მუხლის გადაკვალიფიცირება“ და „ობიექტური გამოძიებაა“. ადვოკატები სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავენ. ამბობენ, რომ ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოამბე