აქცია სოფელ მუჟავაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავას მოსახლეობა საავტომობილო გზისა და ხიდების რეაბილიტაციას ითხოვს. ისინი დღეს სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ. ადგილობრივებს სამეგრელი-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შეხვდა.

გუბერნატორი აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ ტენდერი მუჟავას საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

მუჟაველების მოთხოვნას სოფელ ჭალეს მოსახლეობაც შეუერთდა.