ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება.

იგეგმება დაახლოებით 3-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შეგახსენებთ, შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას ხელს უშლიდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.

მიმდინარე პროცესს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ადგილზე გაეცნო. ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა  2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 

დატოვე კომენტარი