როგორ აპირებს ხელისუფლება ახუთელების პრობლემების მოგვარებას 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 30 სოფელია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის მოასფალტება უკვე დაასრულა. თუმცა, სოფლების დიდ ნაწილში პრობლემად რჩება შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სასმელი წყალი. გამონაკლისი არც სოფელი ახუთია. შარშან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა გზების მოწესრიგება მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. სოფელს სასმელი წყლის პრობლემაც აქვს, რის გამოც იზრდება შიდა მიგრაციის ტემპი. სოფელს ადგილობრივები ნელ-ნელა ტოვებენ.

როდის და როგორ აპირებს ხელისუფლება ახუთელების პრობლემების მოგვარებას, ნახეთ ნატო ბერულავას და მურადი ფარცვანიას რეპორტაჟში.