წყლის სისტემების რეაბილიტაცია და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა

სასმელი წყალი და გზა – სოფელ ხიდისთავში მოქალაქეები პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ. იმის მიუხედავად, რომ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია ჩატარებულია, ადგილობრივებს 24-საათიანი წყალმომარაგება არ აქვთ. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემას თავად მოქალაქეები ქმნიან, როდესაც სასმელ წყალს სარწყავად იყენებენ. ადგილობრივები კი მიიჩნევენ, რომ წყალმომარაგების ქსელი არასწორად არის დაგეგმარებული.

ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის სიუჟეტი.