ჯიხაშკარში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა

15:20, 23.02.2019

სოფელ ჯიხაშკარში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ობუჯიჯიხაშაკრის დამაკავშირებელი გზის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა მოითხოვეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ გზის შეკეთება ადგილობრივ ხელისუფლებას რამდეჯერმე სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, დღეს ვიცე-მერი შეხვდა და განაცხადა, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. მოსახლეობა აცხადებს, რომ მსგავსი დაპირება შარშანაც მიიღეს.

 

მსგავსი