სატვირთო ავტომობილებილების მძღოლების აქცია რუსთავში.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ ქალაქში მოძრაობა აეკრძალათ. იმისთვის, რომ დედაქალაქში ან სხვა მიმართულებით გადაადგილდნენ, სოფელ გაჩიანის გზით უწევთ შემოვლა. ისინი მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზეც მიუთითებენ. ასევე სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია ქალაქში კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად გადაადგილებაც. აქციის მონაწილეებთან რუსთავის მერი მივიდა. ირაკლი ტაბაღუას განმარტებით მძღოლებთან აღნიშნულ თემაზე გუშინაც შედგა შეხვედრა. სამუშაო რეჟიმში კი გარკვეული შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.