რეგულაციები ზამთარში უსაფრთხო მოძრაობისთვის

მძღოლებს 2024 წლიდან ახალი რეგულაციის დაცვა მოუწევთ.

იანვრიდან მარტამდე ქვეყნის განსაზღვრულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულო ხდება. იმავე ტერიტორიებზე უამინდობის შემთხვევაში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებაც იქნება საჭირო. კანონი შესაბამისი საბურავების და ჯაჭვების ტექნიკურ მახასიათებლებსაც ადგენს. რეგულაციების აღსრულებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. კანონდარღვევა 100-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის შესახებ მძღოლების ნაწილმა ჯერ არაფერი იცის.