აქცია ქუთაისში

„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაცია ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს. პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი კიკვაძემ, ბრიფინგი ქუთაისში, ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან ერთად გამართა და განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს არავინ დახმარებია. მისი თქმით, დახმარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს.