„პირბადიანი ძეგლების“ აქცია - პროტესტი ეკოლოგიურ პრობლემაზე

დედაქალაქში არსებული ძეგლები დღეს მავნე გამონაბოლქვისაგან პირბადეებით დაიცვეს.

თბილისში, ჯერჯერობით დაუდგენელმა ჯგუფმა, ეკოლოგიურ პრობლემაზე პროვოკაციული აქცია წამოიწყო. როგორც ჩანს, წარმატებით.

მართალია ორიგინალურ იდეას მერიის პირველი პირების ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი, ფაქტის შესწავლა დაიწყო. მოქალაქეები მომხდარს პოზიტიურად აფასებენ და ჰაერის დაბინძურების საკითხზე ხელისუფლებისგან აქტიურ ნაბიჯებს მოითხოვენ.