„მწვანე პასპორტების“ გაუქმების მოთხოვნით საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ერი და სახელმწიფო“ აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანაში ე.წ. მწვანე პასპორტის შემოღებით მოსახლეობა არათანაბარ პირობებში ჩააყენა.საპროტესტო გამოსვლას რესპუბლიკის მოედანზე საკურიერო მომსახურების წარმომადგენელთა ნაწილიც შეუერთდა. მათი განმარტებით, ამ სფეროში დასაქმებულებს მწვანე საშვის ამოქმედება სამუშაოს შესრულებაში ხელს უშლით. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას „მწვანე ბარათების“ გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ.