„არა დისკრიმინაციას დაბადების ადგილის ნიშნით“ – ამ ლოზუნგით იუსტიციის სახლთან ფერეიდნელი ქართველების აქცია გაიმართა. მათ ბინადრობის უფლება და თანამემამულეობის სტატუსის მიღება მოითხოვეს. შეკრებილების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წლებია საქართველოში ცხოვრობენ და მუშაობენ, უარი ეთქვათ ამ სტატუსის მიღებაზე.
აქციის ორგანიზატორებმა, სერვისების განვითარების სააგენტოს სახელზე, იუსტიციის სახლში, განცხადებაც შეიტანეს და მიიღეს პირობა, საკითხზე შეხვედრა ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება.