აქცია ბათუმში

აჭარის მთავრობის სახლთან საზოგადოება „ბათომის“, „დაიცავი ძველი ბათუმის“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ბულვარში „ამბასადორისა“ და სხვა მშენებლობებს აპროტესტებენ. შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ ბათუმის ბულვარის ყოფილ დირექტორს, რომელიც ორი დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეები მთავრობის სახლის წინ ქუჩაზე წარწერების გაკეთებას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ. ერთი პირი სამართალდამცველებმა დააჯარიმეს.