„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს ბრალს წარუდგენენ

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ პირს, ბრალს დღეს წარუდგენენ. გამოძიება მას ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებასა ან განადგურებას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სასტუმროს იურიდიულ სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებული მამაკაცი სასტუმროში ორი დღის განმავლობაში ცხოვრობდა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი სასტუმროში ორი დღის წინ, დაახლოებით 6 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე 16 სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.