არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები და ძალადობის სტატისტიკა წარმოადგინეს პრეზიდენტის სასახლესთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა. ათონელის ქუჩაზე გამართულ აქციაზე პროტესტი ფოტოგამოფენით გამოხატეს. შეკრებილების განმარტებით, სწორედ ასეთი ფორმით სურთ საზოგადოებას აჩვენონ, რა მძიმე გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყნის პრეზიდენტი.