9 აპრილის მემორიალთან ეროვნული მოძრაობის წევრები და 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, პარლამენტის შენობასთან დღეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ აქციის გამართვა მიუღებელია. 34 წლის წინ გამართული აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს დღე დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს ეკუთვნით.