თურქეთის მიერ საზღვრის კვეთაზე დაწესებული ახალი რგულაცია საქართველოს მოქალაქეებზე ქვეყნებს შორის კონსულტაციების დასრულებამდე არ გავრცელდება – ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, თურქულ მხარესთან აქტიური კონსულტაციები გაიმართა, მათ შორის, სატელეფონო საუბარი შედგა ორი ქვეყნის შს მინისტრებს შორის, რომელიც გუშინ შედგა. საუბარია ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ითვლება.
ახალ რეგულაცის სარფის საბაჟოსთან საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოყვა. აქციის მონაწილეები თურქეთში მუშაობენ და საზღვარს ორივე მიმართულებით ყოველდღიურად კვეთენ.