სარფის საბაჟოზე ავტომანქანები საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ

სარფის საბაჟოზე ისევ ავტომანქანების რიგია. უკვე რამდენიმე საათია, მძღოლები საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ, რის გამოც ბათუმი-სარფის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე რთული მდგომარეობაა. პრობლემა არ შეჰქმნიათ ფეხით გადასვლის მსურველებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეფერხება სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან შეიქმნა. კერძოდ კი, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. უწყებისვე ცნობით, სარფის მიმართულებით მოძრაობას საპატრულო პოლიცია აწესრიგებს.