აქცია სარფის საბაჟოსთან

ხმაური იყო დღეს სარფის საბაჟოსთან, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ტერიტორიის გარკვეული ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს. მოქალაქეები თურქეთის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. საქმე საზღვრის კვეთის შეცვლილ რეგულაციას ეხება, რომლის მიხედვითაც რამდენიმე საათით საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაშიც საქართველოს მოქალაქეებს ვიზიტი ერთ-დღედ ეთვლებათ. შესაბამისად, პროტესტის მონაწილეების გაცხადებით, 90 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ისინი უმუშევარი დარჩებიან.  საკითხზე თურქეთში შეხვედრა გამართა აჭარის მთავრობის მეთაურმა. ზურაბ პატარაძეს იმედი აქვს, რომ მალე საბაჟო რეგულაციებთან დაკავშირებით დადებითი შედეგი დადგება, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ შეთანხმებაზე პატარიძე არ საუბრობს.