სარფის საბაჟო დილის 08.00 საათიდან ჩაკეტილია

სარფის საბაჟო დილის 08.00 საათიდან ჩაკეტილია. თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საზღვარზე მიმოსვლა 12 საათით შეწყდა.

მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ შემოსავლების სამსახურმა მოქალაქეები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა, რის გამოც სარფის საბაჟოზე ამ დროისთვის სიწყნარეა. ადგილზე არც მგზავრები იმყოფებიან და არც ავტომანქანები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაინტერესებულ პირებს 22 მარტს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, თურქეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საბაჟო გამშვები პუნქტების – „ვალესა“ და „კარწახის“ მომსახურებით სარგებლობა ურჩია.

დატოვე კომენტარი