პრობლემები სარფის საბაჟოზე

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. შსს-ს ცნობით, აღმოფხვრილია ტექნიკური ხარვეზი, რომელიც საბაჟოს თურქულ მხარეს წარმოიშვა და მოქალაქეებს საკუთარი ტრანსპორტით უკვე შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა. პრობლემა საბაჟოზე ნაშუადღევს წარმოიშვა, რის გამოც საზღვარზე ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხდა და ბათუმი-სარფის გზაზე შეიქმნა რიგი და საცობი.

 

დატოვე კომენტარი