შეფერხება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს. გადაადგილება შესაძლებელია როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე ტრანსპორტისთვის.

გუშინ, თურქეთის მხრიდან სარფის საბაჟოზე გათიშული იყო საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად იყო შეჩერებული.