გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და ცეკვის კავშირი ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლს აფუძნებს.
საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში, ნიკოლოზ პატარქალიშვილი განმარტავს, რომ მიზანი ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარება და საქართველოს პოპულარიზაციაა. მისივე თქმით, მომავალში ანსამბლი უფასო კონცერტებს გამართავს დედაქალაქის სხვადასხვა ტურისტულ ადგილში, ასევე იგეგმება საგასტროლო ტურნეები სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. ანსამბლში გასაწევრიანებლად მსურველებს პატარქალიშვილი 14-დან 18 სექტემბრამდე ელოდება. გასაუბრება ვერის საკალათბურთო სასახლეში 10-დან 13 საათამდე გაგრძელდება.