ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდი

საზოგადოება „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს ემშვიდობება.

ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთელი ცხოვრება მან ქართულ ფოლკლორს მიუძღვნა, 35 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ხალხური ცეკვისა და სიმღერის ცნობილ ანსამბლს, რომელსაც 135-წლიანი ისტორია აქვს. „ერისიონის“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული ხანა სწორედ ჭკუასელის სახელს უკავშირდება.