სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონს“ სასცენო სამოსი გადაეცა

საქართველოს კულტურის სამინისტრომ, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ანსამბლს გადაეცა ცეკვა „მთიულურის“ სასცენო კაბის 18 კომპლექტი, რისთვისაც კულტურის სამინისტრომ 16 182 ლარი გამოყო. ახალი სასცენო სამოსი ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“ შეკერა. 2022 წელს კულტურის სამინისტროსგან ანსამბლ „ერისიონს“ საჩუქრად 61 ერთეული ტრადიციული სასცენო სამოსი გადაეცა. 15 კაბა „ოსურის“, 28 ჩოხა „ხევსურულისმოცეკვავეებისთვის, 18 ჩოხა-ახალუხი კი მომღერლებისთვის.