საერთაშორისო ფესტივალი

„არგენტინის სახლისა და გაერთიანებული ერების ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“ პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ბრაზილიაში, ფოლკლორისა და ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ საბჭოს პრეზიდენტმა, ნიკოლოზ პატარქალიშვილმა განაცხადა.

პროექტი საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის კულტურულ, სპორტული და ტურისტული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. პროექტში აფხაზეთის დელეგაციის მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ფესტივალის ორგანიზატორებმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს წერილობით მიმართეს. „არგენტინის სახლისა და გაერთიანებული ერების ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს” ორგანიზებით, დაგეგმილია საფეხბურთო ტურნირის ჩატარებაც, რომელიც ლეგენდარული ქართველი და ბრაზილიელი ფეხბურთელების მონაწილეობით გაიმართება.