„ერისიონის“ ტურნე საბერძნეთში

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა“ საბერძნეთის ქალაქ კატერნში კონცერტი გამართა. კონცერტი ოლიმპოსის მთის ძირში, ბერძნული ფესტივალის „ოლიმპოსის“ ფარგლებში ჩატარდა. საღამოზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ. კატერნის მერის განცხადებით, „ოლიმპოსის“ ფესტივალი თავისი 52-წლიანი ისტორიის მანძილზე, პირველად მასპინძლობს ქართულ ანსამბლს. ასევე, გამოთქვა სურვილი, ახლო მომავალში საქართველო „ოლიმპოსის“ ფესტივალზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგეს. კონცერტი საქართველოს საელჩოსა და „ოლიმპოსის“ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტ „ორფეოსის“ მრავალთვიანი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.