30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული ანიმაციური ფილმი „მძლეთამძლე“, 1991 წელს ეკრანებზე გამოვიდა.
იუმორითა და სახალისო სცენებით დატვირთული ფილმი, რეჟისორმა ამირან ისიანმა იმავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით შექმნა. ათწუთიანი ფილმი, ერთ-ერთია იმ ცხრა ანიმაციას შორის, რომელიც 2019 წელს ეროვნულმა არქივმა და კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ პროექტ „რე-ანიმაციის“ ფარგლებში აღადგინეს.