პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში

მოზარდმაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. თეატრის ისტორიაში პირველად, წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის HELLADOS-ი.

Სპექტაკლზე ახალგაზრდა რეჟისორი ნატალია გალოგრე მუშაობს. მასვე ეკუთვნის ნაწარმოების ინსცენირება, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება. სპექტაკლში, მოზარდმაყურებელთა თეატრის პროფესიონალ მსახიობებთან ერთად მონაწილეობას იღებენ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები.