ახალი ფილმის გადაღება

მალე ეკრანებზე ახალი ფსიქოლოგიური დრამა გამოვა.

რეჟისორი ხათუნა ვაშაძე ცნობილი მსახიობების მონაწილეობით ფილმს იღებს. გადასაღებ მოედანზე დღეს „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა.

ფილმით რეჟისორი ცდილობს მაყურებელს კიდევ ერთხელ აჩვენოს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ტყუილს და არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას. გადაღებები რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. „ეშმაკის სამოთხის“ პრემიერა სავარაუდოდ შემოდგომაზე შედგება.