კიდევ ერთი ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე.
მოსკოვის საოკუპაციო პოლიტიკაზე და ამ პოლიტიკის მძიმე შედეგებზე ამჯერად ევროსაბჭოს გენერალური მდივანი წერს. კონსოლიდირებულ ანგარიშში საუბარია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გახშირებულ გატაცებებზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე და კონკრეტულ საქმეებზე. მათ შორის ირაკლი კვარცხელიაზე, რომელიც გალის რუსულ სამხედრო ბაზაზე მიყვანიდან საათ-ნახევარში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
სტრასბურგში დოკუმენტის განხილვის დროს მოსკოვის მისამართით არაერთი მწვავე განცხადება გაკეთდა.