ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიხსნა.
მოწყობილია 5 სცენა და 4 დღის განმავლობაში 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი მუსიკოსი წარსდგება მსმენელის წინაშე. მუსიკალური შოუების გარდა ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება.
„ეკოვეივსი“ კულტურულ-ტურისტული პროექტის „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ეწყობა.