ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დოკუმენტების წარდგენის ვადა გადაუვადდა
ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დოკუმენტების წარდგენის ვადა წლის ბოლომდე გადაუვადდა. ამის შესახებ განცხადება ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებას კონსორციუმს წლის ბოლომდე არ შეუწყვეტენ, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორს კაპიტალის სრულად შევსებისა და ბანკების მხრიდან სასესხო დაფინანსების დამადასტურებელი საბუთები გუშინ უნდა წარედგინა.
თემის დეტალები „მოამბეში“.