ანაკლიის პორტის პერსპექტივა

დღეს იწურება შუალედური ვადა იმისთვის, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მთავრობას ბანკებთან ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები წარმოუდგინოს. საბოლოო ვადა კი 31 დეკემბრამდეა.

ვალდებულების შეუსრულებლობა შესაძლოა კონსორციუმთან ხელმოწერილი შეთანხმების გაწყვეტის მიზეზი გახდეს. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ჰაერივით სჭირდება. თუკი ინვესტორი ვალდებულებას არ შეასრულებს, პროექტის მომავალზე სამთავრობო გუნდი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

დატოვე კომენტარი