შეწყვეტილი ხელშეკრულება

მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.

პროცედურა უკვე დაწყებულია. მიზეზად ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ინვესტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება. პრიორიტეტი კი დასავლური პარტნიორის მოძიება იქნება. რა ვადაში მოხერხდება პორტის მშენებლობა ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება.

რა პასუხი აქვთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საერთაშორისო სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებენ.

სადრო ჯუფალაკიანი დეტალებით.