ანა მაღლაკელიძის პერსონალურ გამოფენას გალერეა “წითელმა კვადრატმა” უმასპინძლა. ექსპოზიციაზე სახელწოდებით ‘’პატარა დიდები’’ 60-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდა ხელოვანის შემოქმედების მთავარი თემა ბავშვები და მათი ინტერესებია.
ანა მაღლაკელიძე ფერწერულ ტილოებზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში 4 ივნისამდე დარჩება.